სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

14 ნოემბერი,2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას.

მიმდინარე წელს პირველად პროგრამის ბენეფიციარები დაფინანსებისთვის რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონულ პორტალზე. სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაცია გაამარტივებს განაცხადის წარდგენის პროცესს და შეამცირებს პროგრამის ადმინისტრირების ვადებს.

აღნიშნული პროცედურის გაცნობის მიზნით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებთან. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა