სტუდენტებისა და შიდა ქართლის რეგიონის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია
26 ნოემბერი,20262026 წლის 26 ნოემბერს სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტებისა და შიდა ქართლის რეგიონის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.
ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, ხაზი გაუსვა ახალგაზრდების აქტიურობას და წარმატებები უსურვა კონფერენციის ყველა მონაწილეს.
შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიესალმნენ რექტორის მოადგილე ზურაბ ზურაბაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 140-ზე მეტი ავტორის/თანაავტორის მოხსენება შემდეგ სექციებში:
ქართული ენა და ლიტერატურა;
უცხოური ენა და ლიტერატურა;
ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია);
მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
ბუნებისმეტყველება;
სპორტი.