სტუდენტთა მე-10 საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

23 ივნისი,2023

2023 წლის 23 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, გაიმართა სტუდენტთა მე-10 საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები".
გორის უნვერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მოხსენებები წარმოადგინეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
კონფერენციას ესწრებიდნენ ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ორჯონიკიძე და მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 21 მოხსემება. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა