სტუდენტთა მეექვსე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

23 მაისი,2019

2019 წლის 23 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები". კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა და ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა. გარდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა, კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ნაშრომები თეზისების სახით დაიბეჭდება კრებულში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა