სტუდენტთა მეოთხე გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენცია

17 ივნისი,2016

2016 წლის 17 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა პარტნიორ უნივერსიტეტებთან - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან, თბილისის ღია სასწავლო უნივერსტეტთან და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა სტუდენტთა მეოთხე გაერთიანებული საუნივერსიტეტო კონფერენცია „საქართველოს მდგრადი განვითარების პერსპექტივები XXI საუკუნეში“. კონფერენცია გახსნა და კონფერენიის მონაწილეებს წარმატებები უსურვა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აგრეთვე თბილისის ღია სასწავლო უნივერსტეტის რექტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი, თბილისის სასწავლო უნიერსიტეტის ხარისხის უხრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი დავით გუბელაძე და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი გივი ლობჟანიძე. კონფერნიაზე წარმოდგენილი გახლდათ ოთხივე უნივერსიტეტის 20 სტუდენტის 20 მოხსენება შემდეგი მიმართულებების მიხედვით: ბიზნესის ადმინისტრირება, აგრარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები და სამართალი, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინჟინერია. კონფერენციის დასრულების შემდეგ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა