სტუდენტთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია

11 თებერვალი,2022

2022 წლის 11 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს: გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა.

კონფერენციას ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი ასოც, პროფესორი ნათია ჟოჟუაშვილი. წარმოდგენილი იყო 34 სტუდენტის 32 მოხსენება.

კონფერენცია გამოირჩეული იყო საკითხთა მრავალფეროვნებით ეკონომიკის, ბიზნესის და ტურიზმის მიმართულებით.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა