სტუდენტთა მესამე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

07 თებერვალი,2020

2020 წლის 07 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მესამე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სამართლის აქტუალური საკითხები“.

კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ივანე ბალახაშვილი.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან 27-მა ავტორმა/თანაავტორმა კონფერენციაზე წარმოადგინა 23 მოხსენება. დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა