სტუდენტთა საგრანტო პროექტების გამარჯვებული პროექტის დახურვის ღონისძიება

09 ივნისი,2023

9 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა საგრანტო პროექტების გამარჯვებული პროექტის “ინტელექტუალური შეჯიბრებები და აქტივობები პრაქტიკული ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად” დახურვის ღონისძიება.
პროექტი განახორციელა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა (მარიამ სადღობელაშვილი, ლიკა საზანდრიშვილი, ნინი ოქროპირიძე, სოფო თენაძე), ხელმძღვანელი - უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ედვარდ რაუპი.
შეხვედრაზე დამსწრეებს მიესალმნენ და შემდგომი წარმატებები უსურვეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
პროექტის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და ინგლისურენოვანი ლიტერატურა, ხოლო ინტელექტუალურ შეჯიბრებებში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ წამახალისებელი პრიზებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა