სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

19 თებერვალი,2021

2021 წლის 19 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ინიციატივით, დისტანციურ რეჟიმში, ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები".
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 31 სტუდენტის 28 ნაშრომი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მ/შ, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფესორი ნინო ორჯონიკიძე, კონფერენციის თანახელმძღვანელი პროფესორი გიული გიგუაშვილი, ასევე კათედრის პროფესორები.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა