სტუდენტური ფესტივალი
07 ნოემბერი,2025სტუდენტური ფესტივალის „სტუდფესტი 2025“ ფარგლებში, კულტურული მიმართულებით, გაიმართა სოლო სიმღერის კონკურსი, სადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხატია ხუციძემ დაიკავა მეორე ადგილი (ხელმძღვანელი, თეა ქიტიაშვილი).
„სტუდფესტი 2025“-ის გორის უნივერსიტეტის ყველა გამარჯვებულს ვულოცავთ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას!
„სტუდფესტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ინიციატივაა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.