თანამშრომლობის მემორანდუმი
01 მაისი,2026
სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
გორის უნივერსიტეტი იმ 16 აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელს შორისაა, რომლებთანაც იუსტიციის სახლმა პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.