თემატური ტური ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში

23 ოქტომბერი,2018

დაცული ტერიტორიების შესწავლის მიზნით 2018 წლის 21 ოქტომბერს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტები  პროგრამის ხელმძღვანელთან, მაია აზმაიფარაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, რომელიც შექმნილია გერმანიის მთავრობისა (BMZ) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით. ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრში სტუდენტებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ. ისინი გაეცნენ ტურისტულ სერვისებს, შეისწავლეს დაცული ტერიტორიის სალაშქრო მარკირებული ტურისტული ბილიკები. ბილიკებიდან შეირჩა მარშრუტი მთის ბილიკებზე, მარშრუტზე მოინახულეს მთავარი ღირსშესანიშნაობები: ხედები ქვაბისხევის კანიონზე, ძველი ციხე, ისტორიული ძეგლები, პანორამული თვალწარმტაცი ხედები, დაცული ტყის ჰაბიტატები, იშვიათი  ბიომრავალფეროვნება და სხვ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა