ტრენინგ-დისკუსია

21 აპრილი,2016

20 აპრილს გორის უნივერსიტეტში ჩატრდა უნივერსიტეტის, გორის №8 და №11 საჯარო სკოლების ერთობლივი პროექტის ტრენინგ-დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, №8, №11 სკოლების ფსიქოლოგები და მოსწავლეები. პროექტის მიზანია უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში აგრესიის დონის შემცირება/პრევენცია, თანატოლებთან და უფროსებთან უკონფლიქტო, თანამშრომლობითი ურთიერთობის მნიშვნელობის გაცნობიერება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. ასევე: სკოლის მოწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ საუნივერსიტეტო გარემოს, ასევე უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს მოახდინონ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში იმპლემენტაცია. პროექტი ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეთა აგრესიის პრევენციას და მათ სოციალურ ინტეგრაციას. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი მიესალმა სტუმრებს და გამოთქვა მზადყოფნა ახალგაზრდების საგანმანათლებლო აქტივობებში უფრო აქტიურად ჩასართველად.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა