ტრენინგები ტურიზმის ინსტრუქტორის და გიდის პროფესიის შესასწავლად

05 ივლისი,2016

28 ივნისს ატენის ხეობაში, სოფელ ხიდისთავიდან მე-14 კილომეტრზე, საზეიმოდ გაიხსნა გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის სასწავლო ბანაკი ,,მეგზური.“ სადაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შერჩეულმა სტუდენტებმა გაიარეს ტრენინგები ტურიზმის ინსტრუქტორის და გიდის პროფესიის შესასწავლად. ბანაკში დაწყებული სწავლება მუზეუმებში გადაინაცვლებს, რაც მათ, პრაქტიკულ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.
5 ივლისს გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და აღნიშნა, რომ, ასეთი სასწავლო ბანაკი პირველია საქართველოში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის მიერ, ატენის ხეობაში გაიხსნა". ბანაკის ფუნქციონიებასთან დაკავშირებით ისაუბრეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა, გორის უნივერსიტეტის კანცლერმა გიორგი ხორბალაძემ, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა არსენ აზალაძემ და სასწავლო ბანაკის მსმენელმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა სოფიო ჯილავდარმა.
ტურიზმის ცენტრის დირექტორმა რობერტ მაღლაკელიძემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და მასპინძლებს თანადგომისათვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა