ტრენინგები

27 მარტი,2015


2015 წლის 23-25 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგები ტემპუსის პროექტის PACT (Project Actors Capacity Building) გრანტის ნომრით 544047-TEMPUS-1-2013-1-GE TEMPUS JPGR ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ უნივერსიტეტებში კვლევითი უნარების გაძლიერებას.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ტრენინგებზე წარმოდგენილი იყო 2 ტრენერით ( ხათუნა ხარხელი და ზურაბ ზურაბაშვილი) და 5 მსმენელით ( პროფ. ელენე ხოჯევანიშვილი; პროფ. ანანა ახალაია; ასოც. პროფ. ნათია ჟოჟუაშვილი; ასოც. პროფ. მაია აზმაიფარაშვილი და პროფ. სოსო ცოტნიაშვილი). სამდღიანი ტრენინგების მიზანი იყო პარტნიორ უნივერსიტეტებში კვლევითი უნარების გაძლიერება, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის პროექტის განვითარების უნარების გაღრმავება, რაც შედეგად უნივერსიტეტებში გაზრდის დონორი ორგანიზაციების დაფინანსების მოზიდვას.
ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.tempuspact.eu/

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა