ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის IX საერთაშორისო გამოფენა

19 მაისი,2016

      2016 წლის 13-15 მაისს ბათუმში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ ტემპუსის პროექტის LMPH-ის ეგიდით მონაწილეობა მიიღო ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის IX საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სასწავლო უნივერსიტეტის „გორგასალი“ წარმომადგენლებთან ერთად. გამოფენაზე პროექტის მხრიდან წარდგენილ იქნა სასტუმრო მენეჯმენტის საბაკალავრო,  სამაგისტრო და სასერტიფიკატო პროგრამები. აღნიშნული პროგრამები შემუშავებულია ტემპუსის პროექტის LMPH-ის ფარგლებში, პროექტის მონაწილე გრენობლის (საფრანგეთი), ჟირონას (ესპანეთი), რომის და  ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად ევროპელი ექსპერტების კონსულტირების რეჟიმში. პროგრამებმა გამოფენის მონაწილეთა და  დამთვალიერებლების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია, შედეგად სხვადასხვა ორგანიზაციებთან და პირებთან ურთიერთთანამშრომლობის საინტერესო პერსპექტივებს ჩაეყარა  საფუძვლები.
       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა სამივე უნივერსიტეტს სერთიფიკატები გადასცა გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა