ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
23 ოქტომბერი,2014გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია სტუდენტთა პროფესიული დაოსტატება და განვითარება, ასევე გორის რაიონულ სასამართლოსთან ურთიერთობის გზით პრაქტიკული გამოცდილების მიღება.
აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაც გულისხმობს ერთობლივი პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას, რაც მიმართულია სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.
მხარეებმა აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებით, დააფიქსირეს საკუთარი სურვილი ნებაყოფლობით შეასრულონ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები და ამ გზით ხელი შეუწყონ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.