ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

19 მაისი,2016

18 მაისს, გორის უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივთ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გორის უნივერსიტეტსა და ხაშური #4, #6 და #7 საჯარო სკოლებთან. მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის საჯარო სკოლების პედაგოგები. სიტყვით გამოვიდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, ხაშური #4 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნანა გაგნიძე, ხაშურის #6 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი თამარ ხადური, ხაშურის #7 სკოლის დირექტორი, ქალბატონი მანანა ლაცაბიძე.
 გამომსვლელებმა ისაუბრეს უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირსა და სამომავლო გეგმებზე.
 შეხვედრის დასასრულს, საზეიმო ვითარებაში ხელი მოეწერა მემორანდუმებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა