ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

21 ნოემბერი,2016

2016 წლის 18 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აგრეთვე, შედგა მათემატიკისა და ქართული ენის საგნების პროფესორ-მასწავლებლებისთვის დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა: პროექტის მიერ შემუშავებული სილაბუსების პროექტების განხილვა.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შეხვედრაზე წარმოადგენდა რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი პროფესორი ციური დურული, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოცირებული პროფესორი ლაურა ელიაური, დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ნოდარ მირაზანაშვილი და პროფესორი მზია ზანგალაძე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა