ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

24 ივნისი,2021

მიმდინარე წლის 24 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოხატავენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა შიდა ქართლის რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით.
სტუმრებს და შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა მსგავსი შეხვედრების და აქტივობების მნიშვნელობაზე სტუდენტებისთვის მეტი მოტივაციისა და არაფორმალური განათლების მიღების მიმართულებით.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტებს ქვეყნის ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების გზებზე ესაუბრა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა