ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

04 ივნისი,2024

2024 წლის 4 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ა(ა)იპ - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგებში უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი სურმავამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს, საქართველოს ახალგაზრდა თაობის ჩართვას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შეხვედრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი აქტივობებისა და პროექტების მნიშვნელობას.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ა(ა)იპ - ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლები შეხვდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც მათ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მოხალისეობის პროგრამის, ორგანიზაციაში გაწევრიანების წესებისა და სასწავლო კურსების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა