ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
28 ოქტომბერი,201427 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ასოციაცია "Georgia for Friends" და ტურისტულ კომპანია "Golden Travel Georgia" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმით, მხარეები თანხმდებიან, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ერთობლივი თემატური სემინარების/კონფერენციების, საჯარო ლექციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში აქტიურად ჩაერთონ.
დღესვე ჩატარდა პირველი სემინარი თემაზე „ეროვნული მემკვიდრეობა და ტურიზმის განვითარება-ხელშეწყობა“. სემინარს ესწრებოდნენ ისტორიისა და ტურიზმის მიმართულების სტუდენტები. სემინარის შემდეგ გაიმართა დისკუსია.