ვაზის ჯიშების120 ნერგის დარგვა

11 მაისი,2016

11 მაისს გორის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს სოფლის მეორნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დახმარებით, დაირგო ქართული, უნიკალური, ვაზის ჯიშების120 ნერგი, რომლებიც საჩუქრად გადაეცა გორის უნივერსიტეტს. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ გორის უნივერსიტეტის რექტორატი, ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სტუმრები. საქართველოს საპატრიარქოდან სტუმრად იმყოფებოდა ბატონი გიორგი ანდრიაძე, სოფლის მეორნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ვაზის დარგვის პროცესს. ახლად ჩაყრილი ვენახი აკურთხა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ. შიდა ქართლის რეგიონში ესაა უნიკალური მოვლენა, როდესაც მიწის ერთ ნაკვეთზე დაირგო 120 ჯიშის ვაზის ნერგი. ვენახზე მზრუნველობა თავის თავზე აიღო გორის უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულებამ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა