ვებინარი

24 თებერვალი,2023

მიმდინარე წლის 24 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვებინარი, რომელიც ეხებოდა სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის საკითხებს, კერძოდ აკადემიურმა პერსონალმა და მკვლევარებმა/სამეცნიერო პერსონალმა როგორ გაზარდოს საკუთარი რეიტინგი და ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით.

ვებინარზე გორის უნივერსიტეტი სამეცნიერო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ნიკოლოზ ახალკაცმა მსმენელებს გააცნო ის ბაზები (ORCID, ResearchGate, Google Scholar, Publons), სადაც მკვლევარებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ატვირთონ საკუთარი სამეცნიერო შრომები. ამ ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით ბევრი ანალიტიკური ბაზა ადგენს მკვლევარის რეიტინგს. ხშირად სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუციები მიმართავენ ასეთ ბაზებს, რომ დაადგინონ საკუთარი პერსონალის რეიტინგი და, შესაბამისად ინსტიტუციის რეიტინგიც. წამყვანმა აუდიტორიას გააცნო ერთ-ერთი ასეთი ბაზა (Adscientificindex).

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა