ვიზიტი ისრაელში

17 მარტი,2015


მიმდინარე წლის 22-27 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დელეგაცია: რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი და ასოც. პროფესორი დავით ჩოჩიშვილი საქართველოს ებრაელობის კვლევის ცენტრის მიწვევით, რომელიც იერუსალიმში მდებარეობს, იმყოფებოდა ისრაელში. დელეგაციის წევრების სამეცნიერო მოღვაწეობა სწორედ ქართულ-ებრაული ურთიერთობის იმ უნიკალურ ფენომენს ეხება, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქ აშდოდის მერიის ხელშეწყობით გაიმართა სამეცნიერო-პოპულარული ღონისძიებები, სადაც იმსჯელეს ქართულ-ებრაული ისტორიულ-კულტურული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ასპექტებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. ღონისძიებებს ესწრებოდნენ რეპატრიანტები, სხვა სტუმრები საქართველოდან და სახელმწიფო მოხელეები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა