წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე

02 თებერვალი,2022

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, გორის უნივერსიტეტის გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე აქტიურად ჩაერთო ლიტერატურულ მარათონში და საინტერესოდ აღნიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე.

დღევანდელი სტუმარი გახლდათ ამავე უნივერსიტეტის რექტორი, მწერალი გიორგი სოსიაშვილი.

როგორც საზოგადეობისათვის არის ცნობილი, წელს გიორგი სოსიაშვილი გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული ნომინაციაში - წლის საუკეთესო პროზაული კრებული. საკონკურსოდ წარდგენილი იყო „ოთხი მოთხრობა“.

შეხვედრაზე ავტორმა ისაუბრა იმ ნიუანსებსა თუ მნიშვნელოვან ფაქტებზე, რომლებიც თან ახლდა წიგნის შექმნის პროცესს.
კრებულში შესულ ოთხივე მოთხრობას, მათთვის დამახასიათებელი სიუჟეტური და თემატური, თუნდაც პერსონაჟთა ინდივიდუალისტური მხატვრული სახეების განმასხვავებელი ასპექტების მიუხედავად, ერთი საერთო ნიშნით გამოარჩევს მკითხველი. ეს მათი ავტორის ხელწერაა - ბუნებრიობა!
მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ხიბლსა და კოლორიტულობას მატებს დიალექტური მეტყველება, რომელიც დამახასიათებელია ლიახვის ხეობის მკვიდრთათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები, რომლებმაც შეკითხვები დაუსვეს ავტორს და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები გიორგი სოსიაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა