ერასმუს+ წლიური შეხვედრა

30 ივლისი,2025

 

2025 წლის 25 ივლისს, ერასმუს+ ეროვნული ოფისის (NEO) ეგიდით, ჩატარდა ერასმუს+ის პოპულარიზების წლიური შეხვედრა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ NEO-ის ოფისის, ევროკავშირის საქართველოში დელეგაციის, საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა NEO-ის ხელმძღვანელი ქ-ნი მარიამ სულაშვილი.

შეხვედრაზე მომხსენებლებად მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა პროექტების კოორდინატორები, რომლებმაც ისაუბრეს პროექტების განხორციელების პრაქტიკულ ნიუანსებზე.

პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ, რომელიც ხელმძღვნელობს ჟან მონეს კათედრას EU-SJ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, - მიწვეული სპიკერის სახით ისაუბრა ჟან მონეს აქტივობების სფეროში დაგროვილ გამოცდილებაზე, პროექტების წერისა და მართვის ასპექტებზე. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის მიმდინარეობის შესახებ, გააზიარა კათედრის ფარგლებში შექმნილი ვიდეო-ფლეშ მობი და ისაუბრა კათედრის გუნდის შემადგენლობაზე.

მიმაგრებული დოკუმენტები

მიმაგრებული სურათები

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.შეხვედრა გახსნა, სტუმრებს და კურსდამთავრებულებს...

06 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის პირველ ივლისს უნივერსიტეტის პერსონალისათვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან (მათ შორის, უნივერსიტეტში მონაცემთა...

01 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა