EU4JUST - კონფერენცია მოლდოვაში

09 ნოემბერი,2024

2024 წლის 7-8 ნოემბერს, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ჩისინაუში, ჟან მონეს კათედრის EU4JUST ფარგლებში, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია „ევროპული სწავლება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და დავის ალტერნატიული გადაწყვეტილება“.

კონფერენციაზე მიწვიეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ჟან მონეს კათედრის “EU-SJ”-ის ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა.

პროფ. ე. ქარდავას მოხსენება შეეხებოდა თემას: „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და ევროპული სწავლების სინერგიის ზეგავლენა დემოკრატიზაციასა და ევროპეიზაციაზე“.

პროფ. ე. ქარდავამ ისაუბრა საქართველოში არსებული ევროპული სწავლების ჯანსაღ პრაქტიკაზე, მათ შორის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილებაზე.

კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელები: გურანდა ჭელიძე (კავკასიის უნივერსიტეტი) და მალხაზ ნაკაშიძე (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

კონფერენციის დღის წესრიგი

მიმაგრებული დოკუმენტები

მიმაგრებული სურათები

ღონისძიებები იხილეთ ყველა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ...

08 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.შეხვედრა გახსნა, სტუმრებს და კურსდამთავრებულებს...

06 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა