ფაკულტეტის სხდომა

23 სექტემბერი,2024

2024 წლის 23 სექტემბერს გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 5 სილაბუსის მოდიფიკაციასა და ცვლილებას, რათა გაძლიერდეს ევროპული სწავლების სივრცე გსუ-ში. ეს სილაბუსებია: ევროკავშირის სამართალი, საჯარო სამართალი, შედარებითი შრომის სამართალი, ლიდერობა, ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები. განხილვა გაიმართა ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირის სოციალური სამართლიანობის“ ფარგლებში. ამ სილაბუსების განახლებით ძლიერდება შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართლის საბაკალავრო, საჯარო მმართველობის საბაკალავრო, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო, სამართალი სამაგისტრო და ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო პროგრამები.

ფაკულტეტის შეხვედრას 25 პროფესორი ესწრებოდა.

ზემოაღნიშნული სილაბუსები წარმოადგინეს ჟან მონეს კათედრის პროფესორებმა, ეკატერინე ქარდავამ და ციური დურულმა. განიხილეს სილაბუსების შინაარსი, საკითხების სპექტრი და როგორ აძლიერებენ ისინი ევროპულ სწავლებას.

ფაკულტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ დამტკიცდეს ყველა სილაბუსი და დაიწყოს მათი გამოყენება სასწავლო პროცესში.

ფაკულტეტის სხდომას უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი მარიამ შერაზადიშვილი. სხდომის მდივანი იყო პროფ. გიული გიგუაშვილი.

მიმაგრებული სურათები

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა