ჟან მონეს კათედრის გახსნა

19 ოქტომბერი,2024

2024 წლის 13-19 ოქტომბერს, ევროკავშირში აღინიშნება ერასმუს+ დღეები. 18 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა ახალი პროექტი - ჟან მონეს კათედრა.

გორის უნივერსიტეტი ჟან მონეს კათედრის პროექტის გამარჯვებულია. 2024 წელს, ჟან მონეს კათედრამ „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ (101172755 — EU-SJ) მიიღო დადებითი შეფასება ევროკავშირში და მოიპოვა ფინანსური მხარდაჭერა.

ჟან მონეს კათედრა ფოკუსირებული იქნება ეროპული სწავლებისა და კვლევების განვითარებაზე. კათედრას განახორციელებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, რომლის დეკანია პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი.

ჟან მონეს კათედრის ავტორი და კოორდინატორია პროფესორი ეკატერინე ქარდავა. ჟან მონეს კათედრის წევრები არიან: პროფ. მარიკა შერაზადიშვილი, პროფ. ციური დურული, ზურა ზურაბაშვილი, გიორგი მღებრიშვილი, ხატია ხაბაშვილი, პროფ. მონიკა ტომაჟევსკა.

ჟან მონეს კათედრა განხორციელდება 3 წლის განმავლობაში - სექტემბერი, 2024 - აგვისტო, 2027.

ჟან მონეს კათედრის ფარგლებში იქნება სწავლება შემდეგი მიმართულებით: ევროკავშირის სამართალი, ორგანიზაციული ქცევა, ლიდერობა, ევროკავშირის მოქალაქეობა, ევროკავშირის შრომის სამართალი, ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სამოხელეო სამართალი, ევროკავშირის განათლების მენეჯმენტი, ევროკავშირის ახალგაზრდობის პოლიტიკა, ევროკავშირის კულტურული მრავალფეროვნება, ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკა და შიდა ბაზარი.

ჟან მონეს კათედრის ფარგლებში გაძლიერდება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართლის საბაკალავრო, სამართლის სამაგისტრო, საჯარო მმართველობის საბაკალავრო, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო და ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო პროგრამები.

კათედრის გახსნას დაესწრო 111 პირი - გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, აბიტურიენტები და ქ. გორის სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდობა.

მიმაგრებული დოკუმენტები

მიმაგრებული სურათები

ღონისძიებები იხილეთ ყველა

თანამშრომლობის მემორანდუმი

სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის...

01 მაისი, 2026 სრულად ნახვა

სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება

მიმდინარე წლის 27 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

27 აპრილი, 2026 სრულად ნახვა