ტრენინგ-მოდული

03 იანვარი,2025

ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, 2024 წლის სექტემბრიდან, დაიწყო მუშაობა ტრენინგ-მოდულების შემუშავებაზე. ტრენინგ-მოდულები შეეხო შემდეგ სფეროებს:

  1. ევროკავშირის შრომის სამართალი;
  2. ევროკავშირის მომხმრებელთა უფლებების პოლიტიკა;
  3. ევროკავშირის შიდა ბაზარი და კონკურენცია;
  4. ევროკავშირის განათლების პოლიტიკა და პროგრამები;
  5. ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია და მოქალაქეობა;
  6. ევროკავშირის ახლგაზრდობის პოლიტიკა.

ტრენინგ-მოდულების შედგენაზე იმუშავეს ჟან მონეს კათედრის კოორდინატორმა და წევრებმა:

  • ეკატერინე ქარდავა
  • მარიკა შერაზადიშვილი
  • ციური დურული
  • გიორგი მღებრიშვილი
  • ხატია ხაბაშვილი
  • ზურაბ ზურაბაშვილი

ნოემბრის თვეში, ტრენინგ-მოდულმა გაიარა რედაქტირებისა და კორექტირების პროცესი, ხოლო დეკემბრის თვეში ის ჩამოყალიბდა ერთიანი უნიფიცირებული დოკუმენტის სახით.

ამ ტრენინგ-მოდულის საფუძველზე, 2025 წლიდან, დაიწყება სასწავლო კურსის შეთავაზება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის, ასევე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის: ჟურნალისტები, ბიზნესის წარმომადგენლები, დასაქმებულები და სხვა.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ...

08 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.შეხვედრა გახსნა, სტუმრებს და კურსდამთავრებულებს...

06 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა