ადამიანური რესურსების განვითარება ელექტრონული სწავლების დანერგისათვის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

29 აგვისტო,2014

3 ივლისს გორის უნივერსიტეტის იაკობ გოგებაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართა პროექტის - „ადამიანური რესურსების განვითარება ელექტრონული სწავლების დანერგისათვის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში“ შემაჯამებელი შეხვედრა (პროექტის დახურვა). მოწვეულები იყვნენ GIZ ელექტრონული სწავლების საერთასორისო ექსპერტები, პროფესორები მარიამ მანჯგალაძე და მაია ნინიძე. პროექტი მიმდინარეობდა 2 თვის განმავლობაში.

დასკვნით შეხვედრაზე გაიმართა სამიზნე ჯგუფის მონაწილეთა პრეზენტაციები ელექტრონული სასწავლო კურსის ერთ საპილოტე საკითხთან დაკავშირებით. მოწვეულმა ექსპერტებმა შეაფასეს პრეზენტაციები და პროექტის წევრებს მისცეს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.

შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა პროექტის მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა