ახალი კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა

12 აგვისტო, 2010


2010 წლის 12 აგვისტოს გორის უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ ახალი კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. შეხვედრა მიზნად ისახავდა მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, დაინტერესებული პირების და მოსახლეობის აზრის ასახვას საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ისაუბრეს ბატონმა ავთანდილ დემეტრაშვილმა (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილმა (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), გიორგი კვერეჩხილაძემ (კომისიის წევრი), დიმიტრი ძაგნიძემ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი), კახაბერ ყურაშვილმა (კომისიის წევრი) და სოსო ცინცაძემ (პოლიტოლოგი, კომისიის წევრი).
დასასრულს სტუმრებმა ამომწურავად უპასუხეს დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 08 ივნისს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები და...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

მონიკა ტომაშზევსკას საჯარო ლექცია

026 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა