"გახდი მოქალაქე"

23 ოქტომბერი, 2014

"გახდი მოქალაქე"


პროექტი: „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“

ორგანიზაცია „მოქალაქე“ იწყებს პროექტს „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“.

პროექტის მიზანია:

•    ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
•    საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდა და მოქალაქეობრივი მოვალეობებისა თუ როლის გაცნობიერების ხელშეწყობა.
•    თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტით გათვალისწინებულია:


•    სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზი, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავება.
•    სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თვითმმართველობის არსის და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გაცნობა.
კონკურსი ტარდება სამ ეტაპად:

სხვა პრიზებთან ერთად, გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 247 33 33 ან მოგვწერეთ პროექტის Facebook-ის გვერდზე www.facebook.com/StudentsForGeorgia
რეგისტრაცია იწარმოებს 7 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ვებვერდებზე:
www.mokalake.ge online.naec.ge www.naec.ge

გისურვებთ წარმატებას!

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა