გსსუ გამარჯვებულია ჟან მონეს მოდულში

18 სექტემბერი,2020


ჟან მონეს მოდულის - „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ -ფარგლებში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებს მოსამზადებელ წინასწარ სამუშაოებს მოდულის სამომავლო იმპლემენტაციისათვის. ამ მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს, გსსუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელმაც განიხილა მოდულის ლოგოს დიზაინის საკითხი. აგრეთვე, ჯგუფის წევრებმა - ეკატერინე ქარდავამ (მოდულის კოორდინატორი), ზურა ზურაბაშვილმა (საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა), ციური დურულმა (სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსმა), შალვა მურადაშვილმა (IT სპეციალისტმა), განიხილეს მოდულის შესრულების ტექნიკური და ლოჯისტიკური ასპექტები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში სამუშაო ვიზიტი...

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ერაზმუს+-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

13 ივნისი, 2025 სრულად ნახვა

საერთაშორისო კონფერენცია

სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლებმა ნელი ჭამპურიძემ და თამილა კეკოშვილმა მონაწილეობა მიიღეს 6-7 ივნისს, საბერძნეთის ქალაქ პეტრაში...

12 ივნისი, 2025 სრულად ნახვა