კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის IV კონგრესი თემაზე: ,,ენერგეტიკის როლი კავკასიის მომავლის საქმეში: რეგიონის ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერა

03 ივნისი,2014

2014 წლის 29 მაისს თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს, საზღვარგარეთელი თურქების და მონათესავე ხალხების სამმართველოს და კასპიის ფორუმის მხარდაჭერით თურქეთში, ქ. ანკარაში, ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის IV კონგრესი თემაზე: ,,ენერგეტიკის როლი კავკასიის მომავლის საქმეში: რეგიონის ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერა".

საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად კონგრესზე მიწვეული იყო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ.  გიორგი სოსიაშვილი.  კონგრესის მსვლელობისას გამართულ  მრგვალ მაგიდასთან  ისაუბრეს ერთობლივი კონფერენციების ჩატარებასა და გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა ჯილდო კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის IVკონგრესში მონაწილეობისთვის, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლი ორდუს და არდაგანის უნივერსიტეტებთან მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა