კონკურსი - ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა MEDEA
24 ოქტომბერი,2014ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
პროექტი MEDEA მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) მობილობა პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.
პროექტის ფარგლებში დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამის ვებ-გვერდი:ა
განაცხადების მიღება დასრულდება 2014 წლის 15 დეკემბერს.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
მისამართი: ჭავჭავაძის ქ. 53, I კორპუსი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა: gstu2012@gmail.com