პრეზიდენტთან შეხვედრა

22 იანვარი,2015

21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მიიღო. შეხვედრას ესწრებოდა გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი. შეხვედრისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელთა წინაშეც უმაღლესი სასწავლებლები დგას. პრეზიდენტთან საუბრისას რექტორებმა ყურადღება უნივერსიტეტების ავტონომიის საკითხზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ სასწავლებლების ავტონომიურობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილისგან მათ სრული მხარდაჭერა მიიღეს.
შეხვედრისას ის პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია წლის განმავლობაში უნივერსიტეტებთან ახორციელებდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას თანამშრომლობის მემორანდუმი სამ უმაღლეს სასწავლებელთან აქვს გაფორმებული, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება და რეგულარულად გაიმართება.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ესწრებოდნენ.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა