პროფესორ ელდარ მამისთვალიშვილის წიგნის პრეზენტაცია
25 აპრილი,20142014 წლის 25 აპრილს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ელდარ მამისთვალიშვილის მონოგრაფიის _ ,,იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი"_ პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ გორისა და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მონოგრაფიის ავტორსა და მის ნაშრომზე. მონოგრაფიის მნიშვნელობის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს: აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, პროფესორებმა: გოჩა ჯაფარიძემ, ზურაბ პაპასკირმა, გივი ღამბაშიძემ და ელდარ ნადირაძემ.
