პროგრამის აკრედიტაციის შესახებ

09 აგვისტო,2018

გორის უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულმა საბაკალავრო-სამაგისტრო (300 კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამამ, საერთაშორისო ექსპერტის თავმჯდომარეობით შეფასების პირობებში, წარმატებით გაიარა აკრედიტაცია!
აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და შეეძლება სკოლაში უფროს მასწავლებლად მუშაობის დაწყება სერტიფიცირების გარეშე.
აბიტურიენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პროგრამაზე, ახლავე, მიმდინარე რეგისტრაციის ვადებში.
დაინტერესებულმა პირებმა, დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელ. ნომრებზე: 0 (370) 272616; 577251221; 599180717.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა