ქართული კულტურის კვლევის კაბინეტის გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
22 აპრილი,201422 აპრილს გორის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული კულტურის კვლევის კაბინეტი. კაბინეტის გახსნას ესწრებოდნენ ეპარქიის, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, კასპისა და სამთავისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დამიანე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის რაიონის გამგებელი პაპუნა კობერიძე, მწერალი ვანო ჩხიკვაძე, „გორის დარბაზის“ დამფუძნებელი თამაზ მაყაშვილი, პროფესორი ელდარ მამისთვალაშვილი.
გამომსვლელებმა აქცენტი გააკეთეს ქართული კულტურის ძირეული კვლევის აუცილებლობაზე, ამ პროცესებში სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობასა და ინფორმირებულობაზე. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ გორის უნივერსიტეტი ჩაუდგა სათავეში მსგავსი კვლევის განხორციელებას.
