რექტორის არჩევნები

16 იანვარი,2015

2015 წლის 16 იანვარს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 27 ოქტომბრის N09-139 დადგენილებით, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარდა რექტორის არჩევნები. წარმოდგენილი იყო ერთი, გიორგი სოსიაშვილის, კანდიდატურა. აკადემიურმა საბჭომ განიხილა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და კონცეფცია, რომლის შემდეგაც ჩატარდა ფარული კენჭისყრა. 

ფარული კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ანა დათუაშვილმა აკადემიურ საბჭოს გააცნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი გიორგი სოსიაშვილის კანდიდატურას.

დადგენილება #09-02, სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შესახებ

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა