სტაჟირების პროგრამა

23 თებერვალი,2016

სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ შიდა ქართლის ბიურომ სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამის შესარჩევი ეტაპი დაასრულა.
სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ შიდა ქართლის ბიურომ სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამის შესარჩევი ეტაპი დაასრულა. შესარჩევი პროცესი ორ ეტაპად წარიმართა: პირველ ეტაპზე მიღებული აპლიკაციების შედეგად, გასაუბრების ეტაპზე გადასული კანდიდატებიდან შეირჩა ოთხი სტუდენტი, რომელიც სტაჟირებას გაივლის საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ბიუროში. აღნიშნული პრგორამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მოტივაციის გაზრდას, ცენტრის საქმიანობის და ამოცანების უკეთესად გაცნობას, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენას და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც მომავალში დაეხმარებათ პროფესიული ზრდისთვის.
სტაჟირების პროგრამა სამთვიანია. პროგრამის პირველ ეტაპზე (თებერვალი-აპრილი) შერჩეული ოთხი სტუდენტიდან, ორი მათგანი გაივლის სტაჟირებას. პირველი ეტაპის დამთავრებისთანავე გაგრძლდება მეორე ეტაპი (მაისი-ივლისი), რომელშიც შემდეგი ორი სტუდენტი გააგრძელებს მონაწილეობას.
კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები არიან: ნინო ღონღაძე, გიორგი ოგანესიანი, ნანა ქარსიძე, ანი გოგებაშვილი.
სტაჟირების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ შიდა ქართლის ბიურო გააგრძელებს სტუდენტებისთვის პროექტების განხორციელებას.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა