სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!
10 თებერვალი,2015
2015 წლის 10 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია უნივერსიტეტის შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ა) მცირე ბიზნესის მწარმოებელი (მე-4, მე-5 საფეხური);
ბ) რძის გადამმუშავებელი (მე-4 საფეხური);
გ) სოფლის მეორნეობის ბიზნესის მწარმოებელი (მე-5 საფეხური);
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოქალაქის პირადობის მოწმობა და ატესტატი, ხოლო შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა მოქალაქის პირადობის მოწმობა და წინა საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი/ცნობა).
რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს (მის: ი. ჭავჭავაძის № 53 I კორპუსი, 106 ოთახი). თბილისის საინფორმაციო ცენტრს (მის: თბილისი კოსტავას ქ. №77), სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს,
ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 15-12-16
სწავლა მიმდინარეობს სახელმწიფო დაფინანსებით