თამარ თაგვაძის ფილმის მე-2 ნაწილის ჩვენება

11 ოქტომბერი,2016

12 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში მიტროპოლიტ თადეოზის ხსოვნის საპატივსაცემო ღონისძიება გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება თამარ თაგვაძის ფილმის მე-2 ნაწილის ჩვენება „და გათავდება ყველა ტკივილი“.

შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქო, მუნიციპალიტეტის გამგეობა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი 2015 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

მიტროპოლიტი თადეოზი, ერისკაცობაში მირიან გაიოზის ძე იორამაშვილი, დაიბადა 1946 წლის 12 ოქტომბერს გორის რაიონ სოფელ ფლავში.

 

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა