ტინისხიდისა და ახალდაბის საჯარო სკოლების ერთობლივი კონფერენცია

11 აპრილი,2014

2014 წლის 04 აპრილს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი  იოსებ ალიმბარაშვილი მიწვეულნი იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს ტინისხიდისა და ახალდაბის საჯარო სკოლების ერთობლივ  კონფერენციაზე ,,ნორჩი მემატიანე" (ხელმძღვანელები: ტინისხიდისა და ახალდაბის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ნაზი ბერიკაშვილი და თამარ ყულიაშვილი).

 კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მასალები ორი სოფლის წარმოშობის, ისტორიის, მოსახლეობისა და გავრცელებული ტოპონიმების შესახებ.

 უნივერსიტეტიდან მიწვეულმა სტუმრებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. გამოითქვა შემდგომი თანამშრომლობის სურვილი  გორის უნივერსიტეტსა და აღნიშნული სკოლების მოსწავლეთა და პედაგოგთა შორის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 08 ივნისს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები და...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

მონიკა ტომაშზევსკას საჯარო ლექცია

026 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა