ტრეინინგის კურსი java development-ში

18 ოქტომბერი,2016

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება ტრეინინგის კურსი java development-ში, რომელიც მოიცავს ობიექტზე ორიენტირებული ენა java-ს მეშვეობით ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების მეთოდების შესწავლას.

ტრენინგ კურსი გაგრძელდება 6 კვირის განმავლობაში. კურსის მოკლე სილაბუსი:

1. Introduction to Java
2. Data types and operators
3. Flow control and arrays
4. Classes
5. Interface
6. Packages
7. Inner, nested, local and anonymous classes
8. Inheritance and polymorphism
9. Class Object
11. String
12. Exceptions
14. Input/Output Stream
15. Collection
16. Threads

ტრენინგ კურსი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, რომელიც არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეშ მყოფი ორგანო. მისი ძირითადი ფუნქციებია საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა. იგი ასევე ახორციელებს ტრენერთა გადასამზადებელ პროგრამებს IT-ს და მიკროელექტრონიკის მიმართულებით, რომლის მიზანია 2020 წლისთვის 40000 სპეციალისტის გადამზადება საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში.
ტრენინგ კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, 1-ი კორპუსი, 214-ე აუდიტორია).

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო

27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობის მიიღეს გორის...

27 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან (ჯგუფხელებთან)

შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა და მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების...

23 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა