ტრენინგი „ელექტრონული სწავლება: მიზნები, ამოცანები, ინოვაციური სწავლების დანერგვა სასწავლებლებში“

22 ნოემბერი,2013

22 ნოემბერს  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი „ელექტრონული სწავლება: მიზნები, ამოცანები, ინოვაციური სწავლების დანერგვა სასწავლებლებში“. მოწვეული იყო GIZ-ის ელექტრონული სწავლების ცენტრი, ექსპერტი პროფესორი მარიამ მანჯგალაძე. განხილული იყო თემები: რა არის ელექტრონული სწავლება, ელექრტონული სწავლების ფორმის დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებში; პირისპირ სწავლება, შერეული და დისტანციური სწავლება; ელექტრონული კურსის ტუტორობა და პირისპირ სწავლების პროცესის წარმართვა; ელექტრონული სწავლების საპილოტე კურსი და წარმატებული ელექტრონული კურსები. გაიმართა დისკუსია თემაზე: ელექტრონული სწავლება; სწავლების პროცესში მისი დანერგვის პერსპექტივა; მოსალოდნელი საფრთხეები. პროფესორებმა შეავსეს სპეციალური კითხვარი, უკუკავშირის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტრენინგის მონაწილეებმა გამოთქვეს მზაობა ელ. კურსების შესაქმნელად და ინოვაციური სწავლების დასანერგად.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 08 ივნისს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბავშვთა უფლებები და...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

მონიკა ტომაშზევსკას საჯარო ლექცია

026 წლის 8 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა გდანსკის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, გდანსკის უნივერსიტეტის შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის...

08 ივნისი, 2026 სრულად ნახვა