თამარ სანიკიძე

16 ნოემბერი,2016

 

თამარ სანიკიძე (დ. 30 აგვისტო, 1978) — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2013 წლის ივლისიდან 2016 წლის ივნისამდე.
დაიბადა თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2000 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში.
2005—2009 წლებში მუშაობდა საქართველოში ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობაში, ხოლო 2009 წლიდან 2012წლის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მოადგილედ.
2013 წლის ივლისში, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დატოვა მინისტრის პოსტი, დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. ეს პოსტი მას 2016 წლის 3 ივნისამდე ეკავა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება...

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დასაწყისი პირველკურსელთა მიღება საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა.

12 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

სახალხო დღესასწაული „გორის დღეები 2026“

ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა წარადგინა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კრებულები და სასაჩუქრე, ბრენდირებული ნივთები. ქალაქის დღესასწაულის სტუმრებისთვის...

03 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა