ახალგაზრდული პროექტის პირველი ეტაპის დასკვნითი საღამო
24 თებერვალი,2026ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დემოგრაფიული ფონდის თავმჯდომარის, ქალბატონ თამარ ჩიბურდანიძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო”, პირველი ეტაპის დასკვნითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მარიამ ლაშხი, რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე, ბატონი ლევან ზაუტაშვილი, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ვახტანგ ბააკაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები.
პროექტში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სპეციალური სიგელი გადაეცა, ხოლო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები: ლიკა პავლიაშვილი, მარიამ ცერცვაძე, ელენე ცერცვაძე და საბა ბერაშვილი ინდივიდუალური საპროექტო განაცხადის მომზადებისთვის დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.